პატარძეულის ღვინისა და ბრენდის საწარმო

პატარძეულის ღვინისა და ბრენდის საწარმო
საწარმო

პატარძეულის ღვინისა და ბრენდის საწარმო

პატარძეულის საწარმო კახეთში, საგარეჯოს რაიონში, თბილისიდან 45 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.
საწარმო სამი ძირითადი კორპუსისაგან შედგება და თითოეულ მათგანში ბრენდის, ჭაჭისა და ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გადანაწილება ინდივიდუალურად ხდება.აქ ერთ საათში 10 500 ბოთლი ბრენდის წარმოება ხდება. საწარმოში ღვინო-მასალის შესანახი 78 ცისტერნაა განთავსებული.
პატარძეულის საწარმო ალტერნატიული ენერგიის წყაროთი - მზის პანელებითაა აღჭურვილი, რომლებიც ელექტროენერგიის ბუნებრივი გზით მიწოდებას უზრუნველყოფენ.
საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულია ტურისტული სივრცე და ღვინის სახლი. საწარმო ყოველ დღე ათასობით ტურისტს მასპინძლობს, რომლებსაც 14 სახეობა ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის დაგემოვნება უშუალოდ ცისტერნებიდან და ფრანგული მუხის კასრებიდან შეუძლიათ. 

პატარძეულის ღვინისა და ბრენდის საწარმო
  • მისამართიSagarejo Region, Georgia, 28 str, 68 ს5, პატარძეული Sagarejo
  • ტელეფონი(+995) 595 05 79 97
EXCLUSIVE OFFERTaste Tradition