კომპანიის შესახებ

ქვევრი მეღვინეობაში პირველად გამოყენებული ჭურჭელია. არქეოლოგიურმა კვლევებმა მისი 8000 წლიანი ისტორია და მასში ღვინის ფერმენტაციის პროცესი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის არსებობა დაადასტურეს. 2013 წელს მეღვინეობის ამ უძველეს ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ჩვენი კომპანია მოხარულია, რომ KTW ჯგუფის ქვევრის საფერავის ღვინო ბორდოში, საფრანგეთში, ღვინის ცივილიზაციის (La Cité du Vin) სადეგუსტაციო დარბაზშია წარმოდგენილი.

დღეს, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელშიც 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 8 მაღაზია-სალონს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 3 საწარმოს, ხილის, ბოსტნეულისა და თაფლის გადამამუშავებელ 2 საწარმოს, 3 რესტორანს, სასტუმროსა და შატოს ფლობს. ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიმართულებით, კომპანიის პოტენციალი წელიწადში 10 000 ტონა ღვინის მასალასა და ბრენდის დასამზადებლად 20 000 ტონა სასპირტე მასალას ითვლის.

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ საქართველოში №1 კომპანიაა ვენახის მთლიანი ფართობით, რომელიც ჯამში 1500 ჰა-ს ითვლის. ამავდროულად, კომპანია ლიდერია ღვინისა და ბრენდის ექსპორტში. KTW ჯგუფის საქმიანობა მხოლოდ მეღვინეობის სტატუსით არ შემოიფარგლება, კომპანია აქტიურადაა ჩართული ჰორეკა სექტორში, სოფლის მეურნეობის სექტორში, მშენებლობასა და დეველოპმენტში, ადგილობრივ დონეზე და ევროპის მასშტაბით მესამე მხარის საქონლის იმპორტსა და დისტრიბუციაში.

KTW group-ის დამფუძნებელი

„მთელი ჩემი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რომ ყურძენსა და ღვინოს უკავშირდება. ჩვენს ოჯახში ვაზის კულტურასა და ქართული ღვინის კულტს თავიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ალბათ, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ გადავწყვიტე, ქართული მეღვინეობის განვითარებაში საკუთარი წვლილი შემეტანა. 2001 წელს, როდესაც კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ დავაარსე და ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეღვინე ვიყავი, ჩემში აღტაცებასა და აღფრთოვანებას იწვევდა ქართული ვაზის უსაზღვრო შესაძლებლობები, გემოები და არომატები, რომლებსაც ყოველი ახალი ჯიშის ყურძნის დაწურვისას ვგრძნობდი და ასე გრძელდება დღემდე.

კომპანიამ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ საკმაოდ საინტერესო და გრძელი გზა განვლო და ამ დროის განმავლობაში KTW ჯგუფმა ჰოლდინგის სტატუსი მოიპოვა. ჩემთვის საამაყოა, რომ KTW ჯგუფში დაახლოებით 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ სანდო ღირებულებებს ქმნიან, რომლებსაც „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ წარმოადგენს. ჩვენი ჯგუფი ხარისხზე, ქართული ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმის ბალანსზეა ორიენტირებულია, რათა, პირველ რიგში, პირნათელები ვიყოთ ჩვენს მომხმარებლებთან, მუდმივად შევთავაზოთ მათ სიახლეები და შევინარჩუნოთ ქართული სული ჩვენს თითოეულ პროდუქტში“

ზურაბ ჩხაიძე
KTW Group-ის დამფუძნებელი
EXCLUSIVE OFFERTaste Tradition