Maghlari - KTW ჯგუფის ღვინის ბრენდია, რომელიც ტრადიციულ ქართულ მევენახეობასა და მეღვინეობას ეფუძნება. ვაზი მოყვანილია „მაღლარად“ - ხეზე გაზრდილი ფორმით, მინიმალური ჩარევით, რაც ღვინოს ბუნებრივსა და ავთენტურ ხასიათს ანიჭებს.
„მაღლარი“ გამოირჩევა ორგანული სტილით, ადგილობრივი ჯიშებისთვის დამახასიათებელი არომატებითა და კლასიკური ქართული ღვინის დამზადების მეთოდით.

