ვარდისფერი, ტკბილი ღვინო აის ვაინი - დამზადებულია ადრეული ზამთრის პერიოდში სისხამ დილით დაკრეფილ,ი ვაზზე გაყინული რჩეული ყურძნისგან - ჩხავერი. სადესერტო ღვინო გამჭვირვალე ატმისფერია, ხასიათდება დაშაქრული კენკრისა და თაფლის გემოთი, ციტრუსოვანი ხანგრძლივი დაბოლოებით. მაღალი მჟავიანობის გამო ის შესანიშნავი აპერეტივია. შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.







