წითელი, ტკბილი ღვინო აის ვაინი - დამზადებულია ადრეული ზამთრის პერიოდში, სისხამ დილით დაკრეფილი ვაზზე გაყინული რჩეული ყურძნისგან - საფერავი. სადესერტო ღვინო ძოწისფერია, ხასიათდება ჩირისა და ქიშმიშის არომატებით. შესანიშნავი აპერატივია. შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.







